ხაშურში საცხოვრებელი სახლები კვლავ დატბორილია
ამობეჭდვა · 11 / 01 / 2018 14:54
ხაშურში საცხოვრებელი სახლები კვლავ დატბორილია

ხაშურის მუნიციპალიტეტში სტიქიიდან მეორე დღეს ათეულობით სახლი კვლავ დატბორილია.

1tv.ge-ს ინფორმაციით, რთული რჩება მდგომარეობა ხაშურში, იმერეთის ქუჩაზე, ახალდასახლებასა და გომში. ოჯახების ნაწილი ისევ ვერ ახერხებს სახლებში შესვლას. მოშლილია საკანალიზაციო სისტემა, დაბინძურებულია სასმელი ჭები.

ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. დატბორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვაში მოსახლეობას მეხანძრე-მაშველები ეხმარებიან. ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის 50-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი გურასპაშვილი განცხადებით, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროსთან ერთად მდინარე სურამულაზე გაწმენდითი სამუშაოები დაიგეგმება.  

ტეგები