აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველო პირველ, ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ჯგუფში შეიყვანა - არჩილ თალაკვაძე
ამობეჭდვა · 11 / 01 / 2018 15:16
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველო პირველ, ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ჯგუფში შეიყვანა - არჩილ თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკელი მოგზაურებისთვის საქართველო პირველ, ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ჯგუფში შეიყვანა.

"ეს ნიშნავს, რომ წელს კიდევ უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა საქართველოში. მცირე და საშუალო ბიზნესი, ოჯახური ტიპის სასტუმროების მფლობელები, სატრანსპორტო კომპანიები უფრო მეტისთვის უნდა მოემზადონ.

მნიშვნელოვანია, რომ ამერიკა საქართველოს, როგორც პარტნიორს უკვე 25 წელია ენდობა და მხარს უჭერს - დღეს კი უბრალო ამერიკელები ენდობიან საქართველოს, როცა გეგმავენ სად იმოგზაურონ", - განაცხადა თალაკვაძემ.

ტეგები