“ჩვენ შორის დიდი მანძილია, მაგრამ ყოველთვის ჩემს გულში ხარ” – კახა კალაძე (ვიდეო)
ამობეჭდვა · 11 / 01 / 2018 15:30 · 495 ნახვა

9 იანვარს –  “მილანის” ვეტერანი ფეხბურთელის, მწვრთნელის ჯენარო გატუზოს დაბადების დღე იყო. გატუზოს დაბადების დღე “მილანის” ლეგენდარულმა ვარსკვლავებმა მიულოცეს, ვიდეომიმართვა კლუბმა გამოაქვეყნა. გატუზოს დაბადების დღეს ასევე ულოცავს მილანის ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად თბილისი მერი, კახა კალაძე.

“ძვირფასო გატუზო, ჩემო ძმაო. დაბადების დღეს გილოცავ. მახსოვს, ყველანი როგორ ველოდებოდით 9 იანვარს, ვითვლიდით დღეებს, საათებსა და წუთებს, რომ „რინო“ გატუზოს დაბადების დღე აღგვენიშნა. ახლა ჩვენს შორის დიდი მანძილია, მაგრამ შენ ყოველთვის ჩემს გულში ხარმ იმიტომ რომ ფანტასტიური პიროვნება ხარ. ძალიან მიყვარხარ და კიდევ ერთხელ გილოცავ” – ამბობს კახა კალაძე მისალოც ვიდეოში.

ტეგები