გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ გიორგი ჭანტურიას ოჯახსა და ახლობლებს – პრემიერი
ამობეჭდვა · 11 / 01 / 2018 16:00 · 414 ნახვა
გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ გიორგი ჭანტურიას ოჯახსა და ახლობლებს – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პირველი პრეზიდენტის გიორგი ჭანტურიას გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

„ბატონი გია დიდი გამოცდილების მქონე, ნამდვილი პროფესიონალი იყო, რომელიც ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. მას განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი სტრატეგიული გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის პროექტების განხორციელების საქმეში. 

გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ გიორგი ჭანტურიას ოჯახსა და ახლობლებს.“, – ნათქვამია პრემიერის სამძიმრის განცხადებაში.

საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ჭანტურია გუშინ, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ტეგები