პროგრამის „ასწავლე საქართვლოსთვის“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გაიმართა
ამობეჭდვა · 11 / 01 / 2018 16:19 · 270 ნახვა
პროგრამის „ასწავლე საქართვლოსთვის“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გაიმართა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში სამდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის 194 კონსულტანტ-მასწავლებელი ესწრებოდა.

შეხვედრის მიზანი იყო პროგრამის მონაწილე მასწავლეველთა კონსულტირება  ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა, პორტფოლიოს წარმოება, პროექტზე დაფუძნებული სწავლება, პროექტ-გაკვეთილის დაგეგმვა-განხორციელება, კლას-კომპლექტებში მუშაობის მეთოდები, თემატური გეგმების შედგენა, რესურსების შექმნა, სასწავლო პროექტებზე მუშაობა და სხვა. 

 “აღნიშნული ტრენინგის გავლა ძალიან მნიშვნელოვანია პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილეთათვის. ეს მათ გაუადვილდებთ სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვას, პროექტ-გაკვეთილების დაგეგმვა-განხორციელებას და პორტფოლიოს წარმოებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე მუშაობას - განაცხადა პროგრამის მენეჯერმა ლალი წიკლაურმა.

პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ 2009 წლიდან წარმატებით ხორციელდება. პროგრამის მიზანია კვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით, სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა და განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებისა და ბარის შორეულ სკოლებში.

 

 

 

 

ტეგები