ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალება ქვეყნის ტრაგედიაა
ამობეჭდვა · 11 / 01 / 2018 17:58
ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალება ქვეყნის ტრაგედიაა

ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატის გელა სამხარაულის განცხადებით, 19 წლის ახალგაზრდის გარდაცვალება არ არის მხოლოდ ოჯახის ტრაგედია, ზოგადი თვალსაზრისით ეს საზოგადოების და ქვეყნის ტრაგედიაა.

"19 წლის ახალგაზრდის გარდაცვალება არ არის მხოლოდ ოჯახის ტრაგედია, ზოგადი თვალსაზრისით ეს საზოგადოების და ქვეყნის ტრაგედიაა. გულწრფელად ვწუხვარ და ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს.

სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა დაჭრილის სიცოცხლი სგადასარჩენად. მჯერა, ახლაც ყველა სტრუქტურის ძალისხმევა მიმართული იქნება იქეთკენ, რომ საქმესთან დაკავშირებულ ყველა კითხვას მალევე გაეცეს დასაბუთებული და ამომწურავი პასუხი. ამ ეტაპზე ყველამ უნდა გამოიჩინოს მეტი სიფრთხილე და კეთილგონიერება. ნუ გაცდებით ადამიანურ ჰუმანურ ჩარჩოს, არ შეიძლება ოჯახის ტრაგედია აქციო პოლიტიკური სპეკულირების საგნად. გამოძიების დასრულებამდე გაკეთებული ყველა ასეთი განცხადება აზიანებს სახლმწიფო ინტერესებს, რომლის დაცვის ნაწილში სახელმწიფო და საზოგადოებრივი აზრი უნდა იყოს სრულ თანხვედრაში", - განაცხადა სამხარაულმა.

მისივე თქმით, მომხდარი ტრაგედია ტერორიზმის შედეგია.

"დღეს ჩვენი ქვეყანა ებრძვის ტერორიზმს. ამ უმძიმესი საფრთხის ნებისმიერი სახით გამოვლინებას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაქცია, ისევ ქვეყნის დამოსახლეობის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე", განაცხადა დეპუტატმა.

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა და 10 იანვარს გარდაიცვალა.

ტეგები