აკაკი გოგიჩაიშვილმა “რუსთავი 2” დატოვა
ამობეჭდვა · 12 / 01 / 2018 00:54 · 608 ნახვა
აკაკი გოგიჩაიშვილმა “რუსთავი 2” დატოვა

ჟურნალისტმა აკაკი გოგიჩაიშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2” დატოვა. ის ტელეკომპანია “იბერიაზე” ბიზნეს გადაცემას გაუძღვება.

გოგიჩაიშვილი “რუსთავი2”-ზე მისი დაარსების დღიდან მუშაობდა, თავდაპირველად მიჰყავდა საგამოძიებო გადაცემა “60 წუთი”. მომდევნო წლებში კი ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით უძღვებოდა გადაცემას “ბიზნესკურიერი”

2017 წლის სექტემბერში კვლავ განახლდა საგამოძიებო ჟანრის გადაცემა, თუმცა ორიოდე თვეში დაიხურა და ჟურნალისტი გადაცემა “პოსტსკრიპტუმში” გადავიდა სამუშაოდ.

ტეგები