ამინდი საქართველოში - ძველით ახალ წელს მოთოვს
ამობეჭდვა · 12 / 01 / 2018 10:27 · 875 ნახვა
ამინდი საქართველოში - ძველით ახალ წელს მოთოვს

დღეს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +7, +12 გრადუსი იქნება.

13-14 იანვარს შენარჩუნდება ნალექიანი ამინდი, 14 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თოვლი, ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში 0, +5 გრადუსამდე დაიკლებს. საქართველოს მასშტაბით მეტეოროლოგიურ პარამეტრებზე დაკვირვების ავტომატური სადგურები და ვიდეოკამერებია დამონტაჟებული, რომლებიც არახელსაყრელი ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების შესახებ ოპერატიულ რეჟიმში გადაცემს მონაცემებს გარემოს ეროვნულ სააგენტოს.

მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სპეციალისტების მიერ მეტეოროლოგიურ პირობებზე დაკვირვება 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი 24-საათიან რეჟიმში თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან იღებს ინფორმაციას შემდგომი რეაგირებისთვის.

ტეგები