ზედმეტად გადახდილი დღგ-ს გამარტივებულად დაბრუნება 15 იანვრიდან დაიწყება
ამობეჭდვა · 12 / 01 / 2018 11:35 · 368 ნახვა
ზედმეტად გადახდილი დღგ-ს გამარტივებულად დაბრუნება 15 იანვრიდან დაიწყება

ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ზედმეტად გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გამარტივებულად დაბრუნება 15 იანვრიდან დაიწყება.

მისი თქმით,  საქართველოს ფინანსთა სმაინისტრო ბიზნესისთვის იწყებს დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების გამარტივებული სისტემის დანერგვას. 

“გადაწყვეტილების მთავარი მიზანია ბიზნესმა მყისიერად იგრძნოს აღნიშნული რეფორმით გამოწვეული უპირატესობა და დადებითი შედეგები. ის სექტორები და ბიზნეს ორგანიზაციები, რომლებიც წარმოადგენენ დღგ-ს ზედმეტობის მქონე კომპანიების აბსოლუტურ უმრავლესობას აკმაყოფილებენ ყველა ძირითად პარამეტრს, მათ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სთავაზობს დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების 5-დღიან ვადას. ხოლო იმ კომპანიებს, რომლებსაც ობიექტური მიზეზის გამო, სჭირდებათ გარკვეული დრო, ყველა კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად ფინანსთა სამინისტრო სთავაზობს აღნიშნული კრიტერიუმების დაკმაყოფილებას 14-დღიან პერიოდში და დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნებას იმ პერიოდში, რაც მათ ეკუთვნით. დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობის დაბრუნების ავტომატური სისტემის სრულფასოვანი ამოქმედების შემდეგ ბიზნესს არ ექნება ბიუროკრატიასთან შეხება. უკვე მზადდება ცვლილებები შესაბამის კანოქვემდებარე აქტებში, რომლებიც უახლოეს პერიოდში ამოქმედდება. სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს აღნიშნული რეფორმის დაწყებას და მოუწოდებს ბიზნესს მაქსიმალურად ჩაერთოს აღნიშნული რეფორმის განხორციელების პროცესში”, - განაცხადა ბახტაძემ ბრიფინგზე.

ტეგები