პრემიების გამოწერის გადაწყვეტილებას პირადად მე მივიღებ - კალაძე
ამობეჭდვა · 12 / 01 / 2018 12:58
პრემიების გამოწერის გადაწყვეტილებას პირადად მე მივიღებ - კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, მისი მოადგილეებისა და სამსახურის უფროსებისთვის ხელფასის მატება არ მომხდარა. ამის შესახებ კალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელფასი და დანამატი ერთიანდება.

„ადრე ხელფასი ცალკე იყო, დანამატი – ცალკე და პრემიაც  ცალკე. ამიტომ ხელფასი და დანამატი ერთიანდება, რაც კანონის შესაბამისად ხდება. პრემიების გამოწერის გადაწყვეტილებას პირადად მე მივიღებ, ეს არის წახალისების ერთ-ერთი მიმართულება და ეს არის ნორმალური. ეს ხდება ყველა ნორმალურ განვითარებულ ქვეყანაში. მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს გონივრულად და შესაბამისად, მერი მიიღებს გადაწყვეტილებას თავისი სამსახურების მუშაობის შეფასების შედეგად, თუ ვის როგორ და რამდენი პრემია გამოუწეროს“, –  განაცხადა კახა კალაძემ.

ტეგები