პოლიცია აბაშაში მოკლული ახალგაზრდის ცხედარს ეძებს
ამობეჭდვა · 12 / 01 / 2018 13:40
პოლიცია აბაშაში მოკლული ახალგაზრდის ცხედარს ეძებს

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილართან დამაკავშირებელი გზა გადაკეტილია. სამართალდამცველები აცხადებენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ისინი მოკლულ ირაკლი კეკელია ეძებენ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარში რამდენიმე დღის წინ დაკარგული 28 წლის ირაკლი კეკელია მოკლულია. ინფორმაცია ამის შესახებ შსს-მ გუშინ გაავრცელა.

უწყების ცნობით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ოჯახის ინფორმაციით, 28 წლის კეკელია სახლიდან 31 დეკემბერს გავიდა და მას შემდეგ ის არავის უნახავს. დაკარგულის დედას ეჭვი აქვს, რომ მკვლელობაში ბრალდებული მისი შვილის მეგობარია.

ტეგები