დიანა ღურწკაია, ნიკოლოზ ცისკარიძე და ლეო ბოკერია პუტინის ნდობით აღჭურვილი პირები არიან
ამობეჭდვა · 12 / 01 / 2018 14:41 · 101 ნახვა
დიანა ღურწკაია, ნიკოლოზ ცისკარიძე და ლეო ბოკერია პუტინის ნდობით აღჭურვილი პირები არიან

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს ქვეყნის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ნდობით აღჭურვილი 259 პირი დაარეგისტრირა.

რუსული მედიის ინფორმაციით, პუტინის ნდობით აღჭურვილ პირებს შორის არიან: ბალეტის მოცეკვავე ნიკოლოზ ცისკარიძე, მომღერალი დიანა ღურწკაია, კარდიოქირურგი ლეო ბოკერია, ტელეწამყვანები ლეონიდ იაკუბოვიჩი და ალექსანდრე მასლიაკოვი, მომღერალი ლევ ლეშჩენკო და სხვები.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 18 მარტს გაიმართება. ვლადიმერ პუტინი არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

ტეგები