ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა ხმაურით მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 12 / 01 / 2018 15:51
ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა ხმაურით მიმდინარეობს

მეცნიერებათა აკადემიაში ნარკოპოლიტის შესახებ ნკანონპროექტის განხილვა ხმაურით მიმდინარეობს. 

იმედინიუსის ინფორმაციით, კამათი მოჰყვა ჯონდი ბაღათურიას განცხადებას, რომელის განმარტებით, კანონპროექტი ნარკოტიკების რეალიზაციის ლეგალიზებაა. პარლამენტარები, კანონპროექტის ავტორები აკაკი ზოიძე და ლევან კობერიძე ფიქრობენ, რომ ასეთი განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

"სარკეში ჩაიხედე", - ამ შეძახილებით შეხვდნენ მეცნიერები და სასულიერო პირები თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრის, ბექა წიქარიშვილის სიტყვით გამოსვლას. მან მეცნიერებათა აკადემიაში მიმდინარე შეხვედრაზე, იმის შესახებ ილაპარაკა, რომ ნარკომომხმარებლები ციხეში არ უნდა ისხდნენ. წიქარიშვილს სიტყვის დასრულების შესაძლებლობა არ მიეცა.

მეცნიერებათა აკადემიაში მინდინარე შეხვედრას პოლიტიკოსები, სასულიერო პირები, მეცნიერები და მოძრაობა "თეთრი ხმაურის" მოძრაობის წევრები ესწრებიან.

ტეგები