ბუტა რობაქიძის პროცესზე სოსო რობაქიძე დარბაზდან გააძევეს
ამობეჭდვა · 12 / 01 / 2018 15:58 · 169 ნახვა

დღეს, ბუტა რობაქიძის სასამართლო პროცესზე, მოსამართლემ სოსო რობაქიძეს დარბაზი დაატოვებინა. რობაქიძემ პატრულის გასამართლებულ ყოფილ თანამშრომელს, გრიგოლ ბაშალეიშვილს, რომელიც მოწმის სტატუსით დაიკითხა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მოწმის ჩვენების მიხედვით, ის როცა შემთხვევის ადგილზე მივიდა და მანქანაში მსხდომი პირები შეამოწმა, იარაღი არავის ჰქონდა. მან პროცესზე თქვა, რომ წინა პატაკში, როცა მან ჩაწერა, რომ შემთხვევის ადგილზე ორმხრივი სროლები იყო, არასწორი ინფორმაციაა. ამის შემდეგ დაიწყო აჟიოტაჟი სასამართლო დარბაზში, რა დროსაც სოსო რობაქიძეს დარბაზი დაატოვებინეს.

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულები არიან ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზურაბ მიქაძე, დავით იაშვილი.

ტეგები