ბორდი მაღლაფერიძის პასუხს ელოდება - რა მისწერა დირექტორმა საბჭოს წევრებს
ამობეჭდვა · 12 / 01 / 2018 16:07 · 68 ნახვა
ბორდი მაღლაფერიძის პასუხს ელოდება - რა მისწერა დირექტორმა საბჭოს წევრებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს ვასილ მაღლაფერიძეს, ბორდის მიერ წაყენებული ულტიმატუმის დრო ამოეწურა. მაღლაფერიძისგან  პოეტ ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით, “მოამბის” ეთერში შსს-ს ვიდეომასალის გაშვების ახსნა-განმარტებას ითხოვენ.

ბორდის წევრ ქეთევან მსხილაძის განაცხადებით, მაღლაფერიძემ ბორდს მხოლოდ ის მისწერა, რომ ის მზად არის შეხვედრისთვის, სხვა მათ კითხვებზე პასუხი არ გაუცია.  სხილაძის განცხადებით, ბორდი მაღლაფერიძეს, სავარაუდოდ, მომავალ კვირას შეხვდება, თუმცა ეს არ არის დამაკმაყოფილებელი, რადგან ბორდს კვლავ არ ექნება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ და რა გზით მოხვდა სამინისტროს მასალა “მოამბის” ეთერში.

"მე უკვე მივწერე საბჭოს წევრებს, რომ აუცილებელია წერილობით მოხსენება და მერე დაინიშნოს ეს შეხვედრა – ვნახოთ რას გადაწყვეტენ. სულ მცირე უცნაურია ის, რომ მაღლაფერიძეს ამ ერთი აბზაცის მოსაწერად- რომ მზად არის შეგვხდეს – ერთი კვირა დასჭირდა. დაველოდოთ შეხვედრას, საინტერესოა რა არგუმენტებით მოვა. ამიტომ გვინდოდა წერილობით მოხსენება, რომ მოვა და მოგვაყრის თავის არგუმენტებს, ალბათ ჰგონია, რომ ასე აჯობებს მისთვის, თუმცა მე არ მგონია. ” განაცხადა ქეთევან მსხილაძემ “პირველ რადიოსთან” საუბარში.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პოეტ ზურაბ რატიანის და პოლიციელების დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალა  გამოაქვეყნა. რატიანი პოლიციას უფლებამოსილების გადამეტებაში სდებს ბრალს.

შსს-მ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ერთ-ერთ პოლიციელს უფლებამოსილება დროებით, გამოძიებს დასრულებამდე შეუჩერდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზვიად რატიანი სასამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ტეგები