გუდაურში სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა გაიხსნა
ამობეჭდვა · 12 / 01 / 2018 16:28 · 35 ნახვა
გუდაურში სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა გაიხსნა

გუდაურში, 2800 მეტრის სიმაღლეზე სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა ოფიციალურად გაიხსნა. 

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია მისი გახსნა, რადგან ამ სკოლაში სწორედ იმ პროფესიის ადამიანები მომზადდებიან, რომელთა დასაქმებაც, პრაქტიკულად, გარანტირებულია.

სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა მიზნად ისახავს სათავგადასავლო ტურიზმის სფეროში და სხვა მასთან დაკავშირებული მაღალი რისკის აქტივობებში ჩართული კადრების (საფეხმავლო, ალპური, სათხილამურო და სამთო გამყოლების, სამთო სპორტის სახეობებისა და სათავგადასავლო აქტივობების ინსტრუქტორების) პროფესიულ მომზადებას, ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც გაზრდის საქართველოში უსაფრთხოებას.

ტურისტული სასწავლებლის ოფიციალურ გახსნას ასევე დაესწრნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორი ალექსანდრე ონოფრიშვილი და სამთო გამყოლთა დარგის  სპეციალისტები.

ტეგები