კანონპროექტი პირდაპირ ემსახურება საქართველოს ნარკოჰაბად გადაქცევას – დეკანოზი დავით ისაკაძე
ამობეჭდვა · 12 / 01 / 2018 17:07
კანონპროექტი პირდაპირ ემსახურება საქართველოს ნარკოჰაბად გადაქცევას – დეკანოზი დავით ისაკაძე

დეკანოზმა დავით ისაკაძემ მეცნიერებათა აკადემიაში მიმდინარე განხილვაზე განაცხადა, რომ ნარკოპოლიტიკის შესახებ მომზადებული კანონპროექტი საქართველოს ნარკოჰაბად გადაქცევას ემსახურება.ინფორმაციას მარშალპრესი ავრცელებს.

“საქართველოს ნუ გადავაქცევთ ნარკოჰაბად. ეს კანონპროექტი, რომელიც მე წავიკითხე პირდაპირ ემსახურება საქართველოს ნარკოჰაბად გადაქცევას. ყველაზე კარგად ჩვენ მოგვეხსენება, რამდენი გაუბედურებული ადამიანი მოდის ჩვენთან და რამდენ ადამიანს ვეხმარებით. ეს კანონი ნარკოვითარებას უფრო დაამძიმებს. უნდა ვეცადოთ, რომ ნარკოპოლიტიკაზე დამოკიდებული ადამიანი პატიმარი არ გავხადოთ, მაგრამ არც ნარკოტიკის მაღაზიაში გაყიდვას უნდა შევუწყოთ ხელი. გაერო-ს მაგალითზე გვესაუბრებიან კანონპროექტის ავტორები. სულ ცოტა ხნის წინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაერო-ს სიცრუის სახლი უწოდა, ამიტომ ყველაფერი ასე ხელაღებით არ უნდა მივიღოთ”,– განაცხადა დეკანოზმა.

მეცნიერებათა აკადემიაში მინდინარე შეხვედრას პოლიტიკოსები, სასულიერო პირები, მეცნიერები და მოძრაობა "თეთრი ხმაურის" მოძრაობის წევრები ესწრებიან.

ტეგები