ეროვნული მუზეუმი მსოფლიო აქციას უერთდება
ამობეჭდვა · 12 / 01 / 2018 17:26
ეროვნული მუზეუმი მსოფლიო აქციას უერთდება

ეროვნული მუზეუმი მსოფლიო აქციას პირველად უერთდება. #მოდიმუზეუმში გადაიღე “სელფი” და ატვირთე ჰეშთეგით #MuseumSelfie და #GNMuseumSelfie.

აქცია თავდაპირველად 2014 წელს ტვიტერში მსოფლიო მუზეუმების პოპულარიზაციის მიზნით დაიწყო. დამთვალიერებელები სხვადასხვა სამუზეუმო სივრცეებში “სელფებს” იღებენ და სოციალურ ქსელში ერთი მთავარი გზავნილის ჰეშთეგის მეშვეობით ტვირთავენ.

ამ წამოწყების მიზანი სოციალურ ქსელებში მუზეუმების მეტი ინტეგრაციაა. დამთვალიერებელები მთელი მსოფლიოდან სხვადასხვა ექსპონატთან ჩერდებიან და სელფს იღებენ, მერე კი საკუთარ ფოტოებს ინსტაგრამზე, ტვიტერსა და ფეისბუქ გვერდებზე პოსტავენ.

აქცია “მოდი მუზეუმში და გადაიღე სელფი” 17 იანვარსაა დაგეგმილი და ელის ყველას, ვისაც ხელოვნება და ფოტოების გადაღება უყვარს.

ტეგები