აქტიურად ვითანამშრომლებთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, იმისთვის რომ გატარდეს რეფორმები - ირაკლი კობახიძე
ამობეჭდვა · 12 / 01 / 2018 17:48
აქტიურად ვითანამშრომლებთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, იმისთვის რომ გატარდეს რეფორმები - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, შს სამინისტროსტან აქტიურად ითანამშრომლებენ.  ამის შესახებ კობახიძემ  პაატა პავლიაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ კითხვას გაეცეს სათანადოდ პასუხი, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ასეთი საქმე იყოს ბოლომდე გამოძიებული. ეს არის მათ შორის, ჩვენი საპარლამენტო საზედამხედველო ფუნქციების ნაწილი და ამ ფუნქციების და უფლებამოსილების ფარგლებში, ჩვენ რა თქმა უნდა, ვიქნებით ჩართული. ზოგადად, დახვეწას საჭიროებს ბევრი რამე, ამაზე საუბრობდა თავად შინაგან საქმეთა მინისტრი, ბატონი გიორგი გახარია, ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ ბატონ გიორგისთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, იმისთვის, რომ გატარდეს რეფორმები შინაგან საქმეთა სამინისტროში და კიდევ უფრო დაიხვეწოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ტეგები