პოლიტიკური გაერთიანება "გირჩი" თავის კრიპტოვალუტას ქმნის
ამობეჭდვა · 12 / 01 / 2018 17:57
პოლიტიკური გაერთიანება "გირჩი" თავის კრიპტოვალუტას ქმნის

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩი" თავის კრიპტოვალუტასაც ქმნის. პარტია ამ გზით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების გაყიდვას გეგმავს. ინფორმაციას On.ge ავრცელებს.

პარტიაში აცხადებენ, რომ შექმნილ კრიპტოვალუტას თანაბრად დაურიგებენ საქართველოს ყველა მოქალაქეს. გარდა ამისა, პარტიის გეგმაა, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პლატფორმის შექმნა, რომელიც დაფუძნებული იქნება ბლოკ-ჩეინის ტექნოლოგიაზე.

"გირჩისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია არსებობის ისტორიაში, რადგან ასე ერთდროულად ვწყვეტთ რამდენიმე ამოცანას: სახელმწიფოს მიერ მითვისებული აქტივების მოქალაქეებისთვის დაბრუნებასა და სახელმწიფოს ხელში არსებული მონეტარული პოლიტიკის ბერკეტების გაუვნებელყოფას", - ამბობენ პარტიაში.

ტეგები