Facebook-ი პრიორიტეტებს ცვლის
ამობეჭდვა · 12 / 01 / 2018 18:24 · 107 ნახვა
Facebook-ი პრიორიტეტებს ცვლის

სოციალური ქსელი Facebook-ი პრიორიტეტებს ცვლის. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის დამაარსებელმა, მარკ ცუკერბერგმა გაავრცელა.

ცვლილებების მიხედვით, Facebook-ი შეამცირებს ახალი ამბებსა და სარეკლამო პუბლიკაციებზე აქცენტს და გააძლიერებს პირადი მიმოწერის და ურთიერთობის მიმართულებას. ასევე შემცირდება კომპანიების, ბრენდების და მედიის პოსტების რაოდენობა. 

„ახალი ამბების მიმართულებამ გადაუხვია იმ ძირითად მიზანს, რისთვისაც თავიდან შეიქმნა - დახმარებოდა ადამიანებს ერთმანეთთან კონტაქტში. პირველი ცვლილება, რომელსაც შეამჩნევთ, სწორედ სიახლეების მხრივ იქნება, სადაც თქვენ უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებთ მეგობრების, ოჯახის წევრების და თქვენი ჯგუფებიდან,“- დაწერა ცუკერბერგმა.

მისი თქმით, ცვლილებების განხორციელება უკვე დაწყებულია და რამდენიმე თვე გაგრძელდება. 

„ასეთი ცვლილებებით მე ვიმედოვნებ, რომ ადამიანები Facebook-ზე უფრო ნაკლებად შევლენ, თუმცა ის დრო, რომელსაც ისინი სოციალურ ქსელში გაატარებენ, უფრო სასარგებლოდ იქნება გამოყენებული. თუ ჩვენ სწორად ვიქცევით, მჯერა, რომ ეს კარგი ეფექტი იქნება როგორც საზოგადოებისთვის, ასევე ჩვენი ბიზნესისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში,“- დასძინა Facebook-ის დამაარსებელმა. 

ტეგები