ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიას ახალი სამუშაო ჯგუფი მოამზადებს
ამობეჭდვა · 12 / 01 / 2018 18:49 · 27 ნახვა
ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიას ახალი სამუშაო ჯგუფი მოამზადებს

მეცნიერთა აკადემიაში ნარკოპოლიტიკის შესახებ გამართული მსჯელობის შემდეგ გადაწყდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდება მეცნიერებით, დეპუტატებით, საერთაშორისო ორგანიზაციებითა და დაინტერესებული პირებით. iინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

აღნიშნული ჯგუფი იმუშავებს ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიაზე.

მეცნიერ ჯემალ ჯანაშიას მიაჩნია, რომ ალტერნატიული პროექტი უნდა ითვალისწინებდეს დღეს არსებულ რეალობას, ასევე უნდა მოიცავდეს, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის შემთხვევებს, პრევენციასა და ნარკომომხამარებელთა რიცხვის შემცირებას.

მისივე მოსაზრებით, შესაძლებელია ახალი პროექტის შექმნა, რომელიც შემდეგ განსახილველად საზოგადოებას წარედგინება.

ცნობილია, რომ მეცნიერები დღეს არსებულ კანონპროექტს არ ეთანხმებიან, არგუმენტად კი სანქციების ჰუმანურობას და მომხმარებელთა რაოდენიბის გაზრდას ასახელებენ.

მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტთან საპატრიარქოს შენიშვნები აქვს. კანონპროექტის განხილვის საკითხზე საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს საპატრიარქო არასოდეს უჭერდა მხარს და არც ახლა ეთანხმება ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ პატიმრობის შეფარდებას, თუმცა ვიდრე აღნიშნული განხორციელდება, საჭიროა რიგი საკითხების დროულად გადაწყვეტა.

მეცნიერებათა აკადემიაში მეცნიერები, ნარკოლოგები, სასულიერო პირები, “ნარკოპოლიტიკის რეფორმის” ავტორებსა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს ნარკოპოლიტიკის საკითხებზე იმსჯელეს.

ტეგები