საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სამოქმედო გეგმის სტრატეგიაზე იმსჯელა
ამობეჭდვა · 12 / 01 / 2018 19:40 · 20 ნახვა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სამოქმედო გეგმის სტრატეგიაზე იმსჯელა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებით გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)-ის მხარდაჭერით შეხვედრა გაიმართა, რომელშიც კომიტეტის როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე განიხილებოდა კომიტეტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერების და შესაბამისი ქმედებების დაგეგმვის, ევროატლანტიკური კურსის განხორციელების აქტივობების, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის პროცესში ხელშეწყობის საკითხები. იმსჯელეს საკომიტეტო მოსმენებისა და განხილვების დღის წესრიგზე, კომიტეტებს შორის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე. ასევე, სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობაზე. განიხილეს დაგეგმილი კონფერენციებისა და ღონისძიებების მიზნები.   

„გვქონდა ძალიან სასარგებლო და პროდუქტიული შეხვედრა სტრატეგიის დოკუმენტის მთავარ მიმართულებებზე, პრიორიტეტებზე და სამოქმედო გეგმის კონკრეტულ ქმედებებზე. ეს დოკუმენტი ჩვენს საქმიანობას უფრო მეტად სისტემურსა და მრავალფეროვანს გახდის და მოგვეცემა საშუალება სტრატეგიულად და პროაქტიულად ვმართოთ კომიტეტის საქმიანობა. ეს არის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის პირველი სტრატეგიული გეგმა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ქმედითი და პრაქტიკულ შედეგებზე ორიენტირებული დოკუმენტი.  მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგებს და გაეროს განვითარების პროგრამას მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ  სოფიო ქაცარავამ. ​

ტეგები