საქართველოსა და აზერბაიჯანის საფეხბურთო ნაკრებთა ამხანაგური მატჩი გადაიდო
ამობეჭდვა · 12 / 01 / 2018 19:55 · 54 ნახვა
საქართველოსა და აზერბაიჯანის საფეხბურთო ნაკრებთა ამხანაგური მატჩი გადაიდო

საქართველოსა და აზერბაიჯანის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთა ამხანაგური მატჩი, 2 თებერვლის ნაცვლად, სხვა დღეს გაიმართება. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ორი ქევეყნის ნაკრებები ერთმანეთს ფიფას ამხანაგური მატჩების კალენდრით გათვალისწინებულ დღეს შეხვდებიან. 

საქართველოსა და აზერბაიჯანის ამხანაგური მატჩი თურქეთის ქალაქ ანტალიაში, 2 თებერვალს იყო დაგეგმილი, რომელიც ამხანაგური მატჩების ოფიციალურ თარიღს არ წარმოადგენდა.

მატჩის ჩატარების თარიღი უახლოეს მომავალში გაირკვევა.

ტეგები