თურქეთში, რუსეთის ელჩის მკვლელობაში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი პირი დააკავეს
ამობეჭდვა · 12 / 01 / 2018 21:49 · 51 ნახვა
თურქეთში, რუსეთის ელჩის მკვლელობაში  ეჭვმიტანილი კიდევ ერთი პირი დააკავეს

თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი კიდევ  ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედი ავრცელებს.

დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში თანამონაწილეობა ედება ბრალად.

11 იანვარს თურქეთის პოლიციამ, თურქ მქადაგებელ ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირში მყოფ პირს ბრალი დაუმძიმა. თურქი სამართალდამცველები მას ბრალად რუსი ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობას უყენებენ.

რუსი დიპლომატი ანდრეი კარლოვი, ანკარაში 2016 წლის 19 დეკემბერს მოკლეს.

ტეგები