ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს
ამობეჭდვა · 12 / 01 / 2018 23:33
ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს

ოკუპირებულ აფხაზეთში განთავსებული სამხრეთის სამხედრო ოლქის რუსული ბაზის ქვედანაყოფებმა 100 ერთეული ახალი და მოდერნიზებული ტექნიკა, თანამედროვე ტანკები - Т-72Б3 და ჯავშანტრანსპორტიორები - БТР-82А მიიღეს. 

ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იმედინიუსი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსული ბაზის ქვედანაყოფებმა რადიოელექტრონული ბრძოლის უახლესი სისტემები და სადაზვერვო კომპლექსები მიიღეს.

ტეგები