პური 5-10 თეთრით გაძვირდა
ამობეჭდვა · 13 / 01 / 2018 10:41 · 58 ნახვა
პური 5-10 თეთრით გაძვირდა

პურპროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელის, მალხაზ დოლიძის თქმით, რამდენიმე საცხობმა პურის ფასი უკვე გაზარდა.

ამის შესახებ მალხაზ დოლიძემ რადიო “პალიტრას” გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისივე თქმით, საცხობების ნაწილში პური 5-10 თეთრით არის გაძვირებული.

„ტარიფები იზრდება და ეს მეწარმისთვის მტკივნეულია, რადგან სწორედ ტარიფიდან გამომდინარე ხდება პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშება. ხოლო თუ მეწარმეს პროდუქციის თვითღირებულება გაეზარდა, ორი გზა რჩება - ან პროდუქციის ფასი გაზარდოს, ან წონაში შეამციროს,“-აღნიშნა დოლიძემ.

ამასთან, მოსალოდნელია, რომ წყლისა და ელექტროენერგიის ტარიფების ზრდას ფქვილის გაძვირებაც მოჰყვება. როგორც მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლევან სილაგავამ გადაცემა „საქმეში“ განაცხადა, ორივე ტარიფი ფქვილის ფასზე მოქმედებს და წინასწარი დათვლებით, ფასი 1 ტომარაზე დაახლოებით 20-50 თეთრის ფარგლებში გაიზრდება.

ტეგები