ევროვიზია 2017-ის გამარჯვებულ სალვადორ სობრალს გული გადაუნერგეს
ამობეჭდვა · 13 / 01 / 2018 11:22 · 323 ნახვა
ევროვიზია 2017-ის გამარჯვებულ სალვადორ სობრალს გული გადაუნერგეს

ევროვიზია 2017-ის გამარჯვებულმა, პორტუგალიელმა მუსიკოსმა სალვადორ სობრალმა საავადმყოფო დატოვა.

მუსიკოსს ერთი თვის წინ გულის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა., ამის შესახებ Dailymai-ი წერს.

სობრალი რეაბილიტაციას სახლის პირობებში გაივლის, ამ ეტაპზე მას დატვირთვა და სცენაზე დგომა ეკრძალება.

მომღერალს გულის ოპერაცია თანდაყოლილი გულის მანკის გამო დასჭირდა.

ტეგები