რძის პროდუქტების მწარმოებელ 11 ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა
ამობეჭდვა · 13 / 01 / 2018 11:36
რძის პროდუქტების მწარმოებელ 11 ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

რძის პროდუქტების მწარმოებელ 11 ბიზნესოპერატორს, კრიტიკული შეუსაბამობების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა, ხოლო დარღვევების გამო დაჯარიმდა 56 ბიზნესოპერატორი. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საწარმოების სანიტარიულ მდგომარეობასთან ერთად, შემოწმდა პროდუქციის შესაბამისობა რძის ტექნიკურ რეგლამენტთან.

რძის ტექნიკური რეგლამენტი 2015 წლის აგვისტოში ამოქმედდა, 2017 წლის 1 ივლისს კი ძალაში შევიდა მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, დასახელება „ყველი“ შეიძლება ეწოდოს მხოლოდ რძისგან დამზადებულ პროდუქტს. სხვა შემთხვევაში, მაგ.: რძის ფხვნილის გამოყენებისას ეტიკეტზე ტერმინი „ყველის” მითითება დაუშვებელია.

გავრცელებული ცნობით, ასოციაცია „MIC-TNS“-ის მიერ ჩატარებულ ყველის ბაზრის კვლევის მიხედვით, 15 განსხვავებული ყველის მიკრობიოლოგიური ანალიზის შედეგად, გამოვლინდა რომ 12 ნიმუშში სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული წესები და ნორმები დაცული არ იყო.

ტეგები