ირანი-ერაყის საზღვართან ზედიზედ 3 მიწისძვრა მოხდა
ამობეჭდვა · 13 / 01 / 2018 11:42 · 66 ნახვა
ირანი-ერაყის საზღვართან ზედიზედ 3 მიწისძვრა მოხდა

ირანი-ერაყის საზღვართან მაგნიტუდით 4,3 სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ევროპის წყნარი ოკეანის სეიმსური ცენტრი იტყობინება.

მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი, ადგილობრივი დროით ღამის 03:33 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრა ირანის ქალაქ ილამსა და ერაყის დასახლებულ პუნქტ მენლეს შორის მოხდა.

რამდენიმე საათით ადრე, ამავე ტერიტორიაზე მაგნიტუდით 4,6 და 3,9 სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა.

ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

 

ტეგები