ოზურგეთის რაიონში სომხეთის მოქალაქე დააყაჩაღეს
ამობეჭდვა · 13 / 01 / 2018 12:20
ოზურგეთის რაიონში სომხეთის მოქალაქე დააყაჩაღეს

ოზურგეთის რაიონში სომხეთის მოქალაქე დააყაჩაღეს. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავცრელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 31 წლის არტურ სუკასიანს, რომელსაც გურიაში ბიზნესი აქვს და რამდენიმე მაღაზიას ფლობს, დღეს დილით საკუთარი სახლის სადარბაზოში თავს ორი ნიღბიანი დაესხა. თავდამსხმელებმა ბიზნესმენს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს და 30 ათასი ლარი გაიტაცეს. სუკასიანი ოზურგეთიდან ლილოს ბაზრობაზე საქონლის შესაძენად მიდიოდა.

დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების შეფასებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებს თავდამსხმელები ჯერჯერობით არ დაუკავებიათ.

ტეგები