რომის პაპს აფეთქებით ემუქრებიან
ამობეჭდვა · 13 / 01 / 2018 13:50
რომის პაპს აფეთქებით ემუქრებიან

ჩილეში რომის პაპს აფეთქებით ემუქრებიან, ამის შესახებ abcnews-ი წერს.

რამდენიმე დღეში, რომის პაპი, ფრანცისკე ჩილეს ეწვევა. დაგეგმილმა ვიზიტმა დედაქალაქში, სანტიაგოში სამ კათოლიკურ ეკლესაზე თავდასხმა გამოიწვია. უცნობმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს და ტაძრებს ცეცხლი წაუკიდეს. მათ ბროშურებიც დატოვეს, სადაც რომის პაპს მოკვლით ემუქრებიან.

"შემდეგი ბომბი თქვენი ანაფორის ქვეშ აფეთქდება“ - წერია შეტყობინებაში.
 

ტეგები