Amazon-ის დამფუძნებელი დოკუმენტის არმქონე იმიგრანტების სწავლას დააფინანსებს
ამობეჭდვა · 13 / 01 / 2018 14:35 · 17 ნახვა
 Amazon-ის დამფუძნებელი დოკუმენტის არმქონე იმიგრანტების სწავლას დააფინანსებს

„ამაზონის“ დამფუძნებელი და მისი მეუღლე დოკუმენტის არმქონე იმიგრანტების სწავლის დასაფინანსებლად 33 მილიონ დოლარს გამოყოფენ, – ამის შესახებ ინფორმაციას „უოშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.

სასწავლო გრანტი განკუთვნილია ე.წ. მეოცნებეებისთვის. აშშ-ში ამ ტერმინით მოიხსენიებენ ახალგაზრდების იმ კატეგორიას, რომელიც აშშ-ში არალეგალურად ბავშვობის ასაკში მოხვდნენ.

კვირის დასაწყისში Amazon-ის დამფუძნებელი Facebook-ის დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგსა და Apple-ის გენერალურ დირექტორს, ტიმ კუკს შეუერთდა, რომლებმაც კონგრესს წერილით მიმართეს და „მეოცნებეების“ დაცვა მოითხოვეს.

გიგანტური კომპანიების ხელმძღვანელები ფიქრობენ, რომ ახალგაზრდა იმიგრანტების დეპორტაცია მათ სამუშაო ძალას საფრთხეს უქმნის.

ტეგები