„დაილოცოს მისი ქალობა, ოთხ ესპანელ ვაჟკაცს საქართველო რომ სალოცავად გაუხადა!“
ამობეჭდვა · 13 / 01 / 2018 15:31 · 2878 ნახვა
„დაილოცოს მისი ქალობა, ოთხ ესპანელ ვაჟკაცს საქართველო რომ სალოცავად გაუხადა!“

სოციალურ ქსელში ქართველი ემიგრანტი მარიტა დამენია წერს:

„უცნაურ სიტუაციაში აღმოვჩნდი... შვილს სკოლაში მივაკითხე, თან ტელეფონზე ქართულად ვსაუბრობდი. უცებ სკოლის დაცვის თანამშრომელი (სრულიად არაქართული გარეგნობით) მეკითხება - ქართველი ხარ? მე სადაც ვცხოვრობ, იქ ქართველები ცოტანი არიან, ამიტომ გამიკვრიდა. როცა შეკითხვა დავუბრუნე, მითხრა: მე ესპანელი ვარ მაგრამ, სამი შვილი მყავს და ქართველ ვაჟკაცებად ვზრდიო. როგორც გავარკვიე, ქართველი მეუღლე ყოლია, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილა, მაგრამ მოახერხა და ქმარ-შვილს ისე შეაყვარა საქართველო, რომ კაი ცრემლიანი თვალებით ისმენდა ჩემს ქართულს.

მითხრა, ჩვენს სახლში ყველაზე წმინდა სიტყვა "დედა" არისო, ბიჭები ქართულ ეკლესიაში დამყავს და მალე საქართველოში მივდივარო! ბოლოს მკითხა, იქნებ იცნობდი ჩემს ცოლს - ეკატერინე ერქვაო. არ ვიცნობდი, არც ბანალური მინდა ვიყო, მაგრამ დაილოცოს მისი ქალობა, ოთხი ესპანელი ვაჟკაცისთვის, დედა რომ ყველაზე წმინდა სიტყვად აქცია და საქართველო სალოცავად გაუხადა!" - წერს დამენია.

ეკატერინე თექაძე 2015 წელს, სიმსივნით გარდაიცვალა. იგი 18 წლის იყო ამერიკაში რომ წავიდა. იქ დაოჯახდა კიდეც. ოჯახის წევრებს სურდათ, რომ საქართველოში დაეკრძალათ, თუმცა უარი უთქვამს, დედის საფლავი მაინც იცოდნენ ჩემმა შვილებმაო.

ტეგები