ესპანეთში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
ამობეჭდვა · 13 / 01 / 2018 16:11 · 91 ნახვა
ესპანეთში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს

ესპანეთის პოლიციამ ქართველებისგან შემდგარი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა. დაკავებულებს ბრალად ედებათ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა და 6 სახლის გაძარცვა - აქედან ორი სახლი ალიკანტეში, ხოლო ოთხი მადრიდში გაძარცვეს. 

სამართალდამცველებმა ნაქურდალის ნაწილი - ელექტრონული მოწყობილობები, საიუველირო ნაკეთობები, ნაღდი ფული, მობილური ტელეფონები, დაზარალებულთა პერსონალური დოკუმენტები და სახლში შეღწევისთვის აუცილებელი ხელსაწყოები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

ესპანელი სამართალდამცველები აცხადებენ, რომ შსაძლოა დაკავებულთა რიცხვი გაიზარდოს.

ტეგები