ნისლის გამო, თბილისის აეროპორტში რამდენიმე რეისი გაუქმდა
ამობეჭდვა · 13 / 01 / 2018 17:51
ნისლის გამო, თბილისის აეროპორტში რამდენიმე რეისი გაუქმდა

ნისლის გამო, თბილისის საერთშორისო აეროპორტში ხუთი რეისი გადამისამართდა და სამი გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახურზე დაყრდნობით, პირველი არხი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გადამისამართებულ რეისებს რაც შეეხება, თითოეული ავიაკომპანია თავად გადაწყვეტს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მაგივრად, რომელ აეროპორტში დაჯდება თვითმფრინავი.

როგორც თბილისის აეროპორტის პრესსამსახურში განმარტავენ, ამ დროისთვის, აეროპორტი შეუფერხებლად მუშაობს, თუმცა ნისლის გამო, დღის გარკვეულ მონაკვეთში იყო შეფერხებები.

ტეგები