ოდესაში ტრამვაის ცეცხლი გაუჩნდა
ამობეჭდვა · 13 / 01 / 2018 17:56 · 26 ნახვა
ოდესაში ტრამვაის ცეცხლი გაუჩნდა

უკრაინის ქალაქ ოდესაში ტრამვაის ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად ორმა მგზავრმა სხეულის დაზიანება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. 

ტრამვაის ვაგონში ცეცხლის გაჩენიდან რამდენიმე წუთში მგზავრების ევაკუაცია მაშველებმა განახორციელეს. ცეცხლი სახანძრო სამსხურმა ჩააქრო. ხანძარმა ვაგონის სალონი მთლიანად გაანადგურა.

ტრამვაიში ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.

ტეგები