ღამის კლუბ „ბასიანზე" დაცვის სამი თანამშრომელი დაჭრეს
ამობეჭდვა · 13 / 01 / 2018 18:34
ღამის კლუბ „ბასიანზე" დაცვის სამი თანამშრომელი დაჭრეს

გუშინ, გვიან ღამით კლუბში „ბასიანი" დაცვის სამი თანამშრომელი დაჭრეს. დაშავებულებს ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. სამივე მათგანი გამთენიისას სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გავრცელებული ინფორმაციით, დაცვის თანამშრომლებმა ბრალდებული კლუბის ტერიტორიაზე არ შეუშვეს და მან დაცვის წევრებს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა.

როგორც შსს-ში აცხადებენ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლითაა დაწყებული. დაკავებულია ერთი პირი.

ტეგები