National Geographic-მა თბილისი საუკეთესო ქალაქებს შორის დაასახელა
ამობეჭდვა · 13 / 01 / 2018 19:04 · 34 ნახვა
National Geographic-მა თბილისი საუკეთესო ქალაქებს შორის დაასახელა

National Geographic-მა,2018 წელს მოფლიოს საუკეთესო 21 ქალაქს შორის, თბილისი მესამე პოზიციაზე დაასახელა.

„დეველოპმენტი თავბრუდამხვევი ტემპებით ცვლის საქართველოს დედაქალაქის იერსახეს. ტრადიციული ქართული ელემენტები: სადღეღამისო გოგირდის აბანოები, ხინკალი და ადგილობრივთა ლეგენდარული სტუმართმოყვარეობა დღესაც თვალსაჩინოა მომხიბვლელად ქაოტურ ძველ თბილისში.

საინტერესო ფაქტები: სპარსულმა, არაბულმა, ბიზანტიურმა, ოსმალურმა, რუსულმა და საბჭოთა ოკუპაციამ გავლენა იქონია თბილისის არქიტექტურაზე", - ნათქვამია National Geographic-ის სტატიაში.
 

ტეგები