ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაფართოებაზე ტენდერი გამოცხადდა
ამობეჭდვა · 13 / 01 / 2018 19:16 · 187 ნახვა
ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაფართოებაზე ტენდერი გამოცხადდა

ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაფართოებაზე ტენდერი გამოცხადდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა განაცხადა. კახა კალაძის განმარტებით, გაფართოება მხოლოდ გზის საფარს ეხება და ესტაკადის დამატებას არ გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

“ეს გულისხმობს მხოლოდ გზის გაფართოებას. ესტაკადების დამატება ამ კონკრეტულ მონაკვეთზე არ არის საჭირო. შესაბამისად, 2018 წელს განხორციელდება ეს ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ლაგუნა ვერეს მიმდებარედ სამანქანო გზის გაფართოებას გულისხმობს. ეს არ მოიცავს თავად ლაგუნა ვერეს ტერიტორიას”, - განაცხადა კალაძემ.

ტეგები