„აფგან მუხთარლის საქმეზე შედეგები ობიექტური და გამჭვირვალე იქნება“ - სოფიო ქაცარავა
ამობეჭდვა · 13 / 01 / 2018 19:19 · 39 ნახვა
„აფგან მუხთარლის საქმეზე შედეგები ობიექტური და გამჭვირვალე იქნება“ - სოფიო ქაცარავა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა. მისივე თქმით, გამოძიების პროცესი უკვე წინ არის წასული და ყველა შესაბამისი უწყება მაქსიმალურად ჩართულია პროცესში.

„როგორც მოგეხსენებათ, მუხთარლის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. დარწმუნებული ვარ, როგორც სხვა შემთხვებშიც, ახალც შედეგები ობიექტური და გამჭირვალე იქნება. ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენს ხელისუფლებას უკვე ჰქონდა ადეკვატური რეაგირება. მიუხედავად იმისა, რომ კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსის, ასევე სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრალეულობა არ ყოფილა ჯერჯერობით დადასტურებული, მათ მაინც აიღეს თავის თავზე პოლიტიკური პასუხისგებლობა და გათავისუფლდნენ თავიანთი თანამდებობიდან. გამოძიების პროცესი უკვე წინ არის წასული და ყველა შესაბამისი უწყება მაქსიმალურად ჩართულია ამ პროცესში”, -აღნიშნა ქაცარავამ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მოუწოდებს, რომ აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე გამოძიება სრულად, გამჭვირვალედ და დროულად ჩატარდეს.
 

ტეგები