„ბულიონის კუბებს ცხელ წყალს ვასხამდით და ეს იყო ჩვენი საჭმელი“ - თამთა გოდუაძე საქართველოში გატარებულ წლებზე
ამობეჭდვა · 13 / 01 / 2018 19:54
„ბულიონის კუბებს ცხელ წყალს ვასხამდით და ეს იყო  ჩვენი საჭმელი“ - თამთა გოდუაძე საქართველოში გატარებულ წლებზე

მომღერალ თამთა გოდუაძის ინტერვიუს, რომელიც ერთ-ერთმა ბერძნულმა გამოცემამ გამოაქვეყნა, georgians.gr ავრცელებს. მომღერალი ინტერვიუში იხსენებს საქართველოში გატარებულ მძიმე წლებს იხსენებს.

რას იტყვი ადრეულ წლებზე, რომლებიც საქართველოში გაატარე?

– მე მეშინოდა და არ ვიცოდი, რა იქნებოდა ხვალ. ჩემს ცხოვრებაში ცვლილებები იწყებოდა და ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ამ ეტაპს მივაღწევდი. შენ გქონდა ორი საათი დღეში. მთელი ღამე რიგში ვიდექით და ერთმანეთს ვცვლიდით, რადგან თუ ვინმეზე წინ არ იდგებოდი, პურის ვაუჩერს ვერ აიღებდი. ხშირად მივდიოდი მეზობლებთან და ისინი მეხმარებოდნენ საჭმლით. იყო დღეები, როცა ჩვენი საჭმელი ბულიონის კუბები იყო, რომელსაც ცხელ წყალს ვასხამდით და წვნიანი გამოდიოდა.

ამდენი რამ გამოიარე, არის რაიმე, რისიც ძალიან გეშინია?

– მე მაქვს ბევრი შიშები, როგორც ადამიანს. და ზოგიერთი შიში უფრო ძლიერია, ვიდრე სხვები, რადგან მე გამოცდილი მაქვს და ვიცი, როგორია ის. თუმცა, მეორე მხრივ, როცა რაღაცას დაძლევ და იგივე დაბრკოლება კვლავ გეღობება, ამბობ, რომ არაუშავს, ისევ გადალახავ.

რა არის შენი ცხოვრების ყველაზე კოშმარული მოგონება?

– ჩემი ცხოვრების ყველაზე კოშმარული მომენტი უკავშირდება ზღვას და დახრჩობის შიშს, როდესაც 8-9 წლის ვიყავი, ოჯახი ჩვენს სახლთან ახლოს, მდინარეზე საცურაოდ წავედით. მაშინ ჩემს ბიძაშვილთან ერთად ძალიან ძლიერ დინებაში ჩავვარდი, ამოსვლას ვცდილობდით, თუმცა, ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო. გაგვიმართლა, რომ ჩემმა ნათესავმა დაგვინახა და მიხვდა, რაც ხდებოდა. შემდეგ დასახმარებლად სხვებს დაუძახა და წყლიდან ამოგვიყვანეს.

ტეგები