„14 იანვარს ქუთაისში სტინგი იმღერებს!“ - პიარი „ქუთაისურად“
ამობეჭდვა · 13 / 01 / 2018 23:40 · 198 ნახვა
„14 იანვარს ქუთაისში სტინგი იმღერებს!“ - პიარი „ქუთაისურად“

"პირველად ქუთაისში! სენსაციური ინფორმაცია 14 იანვარს, "ალმანოში" გენიალური სტინგი იმღერებს ! "- აღნიშნული ინფორმაცია ქუთაისში მდებარე აღნიშნული ბარის სოციალურ გვერდზე განთავსდა.

ინფორმაციას გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მომხმარებელთა ნაწილმა ინფორმაცია სიმართლედ ჩათვალა.

მოგვიანებით, ბარის მენეჯერმა გიორგი კვატაშიძემ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ ხუმრობის მიზანი ბარის „გაპიარება“ იყო, რაც მშვენივრად გამოუვიდათ. 

"თითქმის მთელი ქალაქი ამაზე საუბრობს და ზუსტად ეგ მინდოდა მეც, პიარიც გამოვიდა და ხუმრობაც, არ წყდება ზარები, ვიფიქრე, საახალწლოდ გავიხუმრებ მეთქი და აჰა, მშვენიერი ხუმრობა გამოვიდა“, - აღნიშნა კვატაშიძემ.
 

ტეგები