დიდუბის ნაწილს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა
ამობეჭდვა · 14 / 01 / 2018 11:38 · 110 ნახვა
დიდუბის ნაწილს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა

კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციით, დღეს, 06:00 საათზე გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა თბილისის დიდუბის, აღმაშენებლის, წერეთლის გამზირის, ბათუმის, გორის, ვახუშტი ბაგრატიონის, თევდორე მღვდლის, აგლაძის, გვეტაძის, ქურდიანის, გაფრინდაშვილის, ფოთისა და მიმდებარე ქუჩებს.

გაზის მიწოდება ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.

ტეგები