საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ლიტვასთან დამარცხდა
ამობეჭდვა · 14 / 01 / 2018 11:41
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ლიტვასთან დამარცხდა

ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე მატჩში საქართველოს ნაკრები კლაიპედაში მასპინძელ ლიტვასთან დამარცხდა ანგარიშით 20:24. ლატვიამ ბოლო წამზე მოუგო ისრაელს და დღეს ლიტვას შეხვდება ჯგუფში პირველობისთვის და პლეიოფში გასასვლელად. მესამე ადგილისთვის კი საქართველო და ისრაელი ითამაშებენ. შეხვედრა 16:30 საათზე დაიწყება. 

მანამდე საქართველოს ნაკრები ლატვიასთან დამარცხდა (21:24).  

საქართველო ნაკრების შემადგენობა ლიტვასთან მატჩის დროს შემდეგი იყო: თევზაძე, ხანდოლიშვილი – ჩიქოვანი (6), მსხვილიძე (3), წითელიშვილი (3), ორჯონიკიძე (3), ჭანტურია (2), ცხოვრებაძე (1), რუსტამოვი (1), დიხამინჯია (1), დათუკაშვილი, სტურუა, ლაპიაშვილი, გრიშიკაშვილი, აბრამიშვილი.

ტეგები