„ლაქტალისი“ ბავშვთა საკვებში სალმონელას აღმოჩენის გამო, მსოფლიოს 83 ქვეყნიდან 12 მილიონ ქილას ამოიღებს
ამობეჭდვა · 14 / 01 / 2018 14:11 · 38 ნახვა
„ლაქტალისი“ ბავშვთა საკვებში სალმონელას აღმოჩენის გამო, მსოფლიოს 83 ქვეყნიდან 12 მილიონ ქილას ამოიღებს

ფრანგული კომპანია „ლაქტალისი“ ბავშვთა საკვებში სალმონელას აღმოჩენის გამო, მსოფლიოს 83 ქვეყნიდან 12 მილიონ ქილას ამოიღებს, – ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა ემანუელ ბენიემ Journal du Dimanche-თან ინტერვიუში განაცხადა.

„საერთო ჯამში, 83 ქვეყნიდან ამოვიღებთ 12 მილიონ ქილას. ჩვენი მთავარი მიზანია, ბაზრზე ჯანსაღი პროდუქტი შევიტანოთ. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება“, – განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა.

ბენიე აღნიშნავს, რომ კომპანიას დასამალი არაფერი აქვს და ყველა საჭირო დოკუმენტაცია გამოძიებას უკვე გადაეცა.

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სალმონელათი დაბინძურებული საკვების გამო, საფრანგეთში მოწამვლის 35 შემთხვევა დაფიქსირდა.

რამდენიმე კვირის წინ, „ლაქტალისის“ ქართული წარმომადგენლობის წევრებმა კონფერენციაზე განაცხადეს, რომ კომპანიის მიერ წარმოებულ ბავშვთა კვება „სელიაში“, რომელიც საქართველოში იყიდება, სალმონელას ბაქტერიის არსებობა არ დადასტურდა. მათი თქმით, კვლევა სოფლის მეურნეობის სამინისტროს აკრედიტირებულმა ლაბორატორიამ ჩაატარა.

 


წყარო

ტეგები