თელავი-ვაზიანი-გომბორის დამაკავშირებელ გზაზე შეზღუდვები დაწესდა
ამობეჭდვა · 14 / 01 / 2018 20:42
თელავი-ვაზიანი-გომბორის დამაკავშირებელ გზაზე შეზღუდვები დაწესდა

ინტენსიური თოვისა და ყინვის გამო თელავი-ვაზიანი-გომბორის დამაკავშირებელ გზაზე შეზღუდვები დაწესდა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანებისთვის და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით. 

გომბორის უღელტეხილზე ტემპერატურა -8 გრადუსია, რაც გზის გაწმენდას აფერხებს.

ადგილზე მიმდინარეობს ტექნიკური მარილის დაყრა. გზაზე მოძრაობას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.

ტეგები