ახლა შენ დაკიდე, შენ თვითონ დაკიდე დროშა, გოგია წულაია! - პრეზიდენტი (ვიდეო)
ამობეჭდვა · 14 / 01 / 2018 20:54

სახელმწიფო დროშის დღეს ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ეზოში, ექიმებმა დროშა აღმართეს. ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოს პრეზიდენტი, ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი და საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე.

ქუთაისში პრეზიდენტმა ცერემონიის მონაწილეებს, მედპერსონალსა და პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენელს გოგი წულაიას სახელმწიფო დროშები და „დროშის აღმართვის წესის შესახებ“ სპეციალურად ამ დღისთვის დაბეჭდილი ფლაერები პირადად გადასცა.

„ახლა შენ დაკიდე, შენ თვითონ დაკიდე დროშა, გოგია წულაია!", - უთხრა პრეზიდენტმა "თავისუფალი საქართველოს" წევრს, რომელსაც საზოგადოება, უმეტესად, ფრაზით - „დროშა ვერ დაკიდენ“ იცნობს. 


წყარო