სკოლაში დანით შეიარაღებული ორი ნიღბიანი პირი შეიჭრა პერმში
ამობეჭდვა · 15 / 01 / 2018 11:00
სკოლაში დანით შეიარაღებული ორი ნიღბიანი პირი შეიჭრა პერმში

რუსეთის ქალაქ პერმში სკოლაში დანით შეიარაღებული ორი ნიღბიანი პირი შეიჭრა. თავდასხმის შედეგად სკოლის რვა მოსწავლე დაშავდა.

მომხდართან დაკავშირებით შექმნილია ოპერატიული შტაბი, რომელსაც გუბერნატორი ხელმძღვანელობს. ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, ორივე თავდამსხმელი დაკავებულია.

„ინტერფაქსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარი მიზეზი მოსწავლეებს შორის კონფლიქტი გახდა.

მომხდარის გამო, სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა, განხორციელდა მოსწავლეების ევაკუაცია.

ტეგები