საკეისრო კვეთის დროს ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 15 / 01 / 2018 15:12 · 2369 ნახვა
საკეისრო კვეთის დროს ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში მშობიარე ქალი გარდაიცვალა.

„ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, შემთხვევა გუშინ მოხდა. 40 წლამდე ქალი მესამე შვილზე იყო ფეხმძიმედ და საკეისრო კვეთის დროს დაიღუპა. კლინიკაში გარდაცვალების გამომწვევ მიზეზებზე არ საუბრობენ. კერძოდ, კლინიკის მენეჯერმა თემურ მძინარიშვილმა საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა და ტელეფონი გათიშა. 

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 116-მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 2 დან 4 წლამდე ვადით.

ტეგები